Wednesday, October 17, 2018

პოექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მაკა ეუაშილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელი მარაბდა.
სკოლა
მარაბდის საჯარო სკოლა.
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი
პროექტის შინაარსი
ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ კონკურსი  კლასსში ჯგუფების მიხედვით და გამოვავლინეთ გამარჯვებული გუნდი, რომელიც გოგრის, სიმინდის, ლობიოს  ყველაზე მაღალ  ნარგავის გაზრდის. კონცენტრირება გაკეთდება კონკრეტულ ცვლადებზე (მათ შორის, ზრდის ხანგრძლივობაზე და მარცვლეულის თესლზე , ფესვზე), კლასში 3-4 გუნდი ჩაატარებს მარცვლეულის ექსპერიმენტს, მცენარის ზრდისთვის იდეალური პირობების შესასწავლად. მოსწავლეები ცდის შედეგებს, კერძოდ, პროექტის აღწერას, სამოქმედო გეგმას და დაკვირვებებს საინფორმაციო ბიულეტენში წარმოადგენენ, ნარგავების ცვლილებასთან ერთად გადავუღებთ სურათებს და  ბუკის დახმარებით  powerpoint-ში შევქმნით სლაიდებს  და პროექტორის დახმარებით გაკეთდება პრეზენტაცია.
საგანი/საგნები
ბუნება, მათემატიკა.
საფეხური/კლასი
4 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
3-4 კვირა.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ბუნ.IV.1.
IV კლასი
მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა
ინდიკატორები
  • აკვირდება ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით.  სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს;
  • პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის  სტადიებს შორის;
  • საუბრობს სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
  • აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი).

მათ. III.10.
III კლასი
მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომების და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა
ინდიკატორები
  • ადარებს და აფასებს ობიექტთა წრფივ ზომებს (მათ შორის ურთიერთშეთავსებით) და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
  • ზომავს ფიგურათა გვერდებს სახაზავის გამოყენებით და აფიქსირებს გაზომვის შედეგს რომელიმე სტანდარტულ ერთეულებში (მაგალითად, 3 სმ ან 30 მმ).
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • სხვადასხვა მარცვლეულის განვითარების აღწერას.
  • სხვადასხვა სახეობის ნარგავის სიგრძის და  ზომების შედარებას.
  • დაკვირვება, თუ რა დროის განმავლობაში  გაღვივდება თესლი  და აღმოცენდება მცენარე.
  • მარცვლეულის ერთი სახეობის სასიცოცხლო საჭიროებების (ზრდა -განვითარების, გარემო- პირობების და ..) შედარება სხვადასხვა ნარგავებთან.
  • მონაცემთა შეგროვების, დახარისხებისა და გამოსახვის მეშვეობით, სხვადასხვა მარცვლეულის ნერგების  ზომების ჩვენებისათვის  ცხრილების გამოყენებას   (ცხრილის შაბლონებში მონაცემების შეტანას)
  • მოპოვებული ინფორმაციის სინთეზირებას  ბროშურაში და პრეზენტაცია powerpoint-ის გამოყენებით .

პროცესი და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • მცირე ჯგუფებში მუშაობისას თანამშრომლობას.
  • კვლევითი ინფორმაციის ყურადღებით გადახედვას და გასაგები ტექსტის სახით ჩამოყალიბებას.
  • დაკვირვების, გაანალიზების და შედარების-  უნარების განვითარება.
  • powerpoint პროგრამის მეშვეობით, პრეზენტაციების შექმნას.
  • საავტორო უფლებების დაცვას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
  • როგორია ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი?
  • რა სარგებელი მოაქვს მცენარეს?
  • რატომ და რა საშუალებებით უნდა ვიზრუნოთ მცენარეებზე?
თემატური კითხვები
  • რაში ვიყენებთ მარცვლეულს ?
  • როგორია მცენარის ზრდისთვის საუკეთესო პირობები?
  • რატომ არის მცენარეები ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
  • რისთვის შეიძლება დამჭირდეს ჩემს მიერ შეგროვებული მონაცემები?
შინაარსობრივი კითხვები
  • როგორია მარცვლეულის განვითარების ციკლი?
  • რა ვიცით თესლის შესახებ?
  • როგორია გაღვივებული თესლი?
  • რა სჭირდება განვითარებისთვის ნარგავს?
  • როგორ ვადარებთ  ნარგავებს ერთმანეთს?
  • რა საშუალებებით, როგორ შევაგროვო მონაცემები?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)
პროექტის დასაწყისში
  • მოსწავლეებს მოძიებული წიგნის გაცნობა.

  • გრაფიკული ორგანაიზერები

  • პროექტის გეგმა.
  • წაკითხვა,დისკუსია.


  • .ვენის დიაგრამა.

  • აქტივობების მიმდევრობა
პროექტის მსვლელობისას
  • კვლევა (მცენარის  აღმოცენების პროცესზე დაკვირვება)

  • ნამუშევრების შექმნა

  • დავალების შემოწმება

  • შემაჯამებელი შეხვედრები
  • მონაცემების დღიური, ჯგუფებზე დაკვირვება

  • პრეზენტაციის/ბუკლეტის ჩეკლისტი / რუბრიკა

  •  ფაქტები

  • კონსულტაციები
პროექტის დასრულების შემდეგ
  • პრეზენტაცია

  • პროექტის შეჯამება
  • რეზენტაციის/ბუკლეტის რუბრიკა
  • შემაჯამებელი დისკუსია
შეფასების მოკლე მონახაზი
მოგახსენებთ, რომ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ვიყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნებისა და პროცესების შეფასების ანალიზისთვის. შეფასების ფორმები შესაძლოა მოიცავდეს ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩეკლისტებს, გამოკითხვებსა, ბუკლეტებს, ვენის დიაგრამას და .ის შესაძლოა ასევე აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილ პროდუქტებს, ბროშურებს, პრეზენტაციას, დოკუმენტებს, ან შეფასებებს რომლებსაც ვიყენებთ.
დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს.გამოიყენება მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშნები გროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში და ელექტრონულ ცხრილებში. მოსწავლეები შექმნიან ჩემი დახმარებით პრეზენტაციას რომელსაც ექნება დასკვნის სახე და წარიმართება შემაჯამებელი დისკუსია.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
აქ მოსწავლეები თითქმის ყოველ წელს სააღდგომოდ ამზადებდნენ ჩემი დახმარებით ჯეჯილს და მათ უკვე იციან ის  თუ როგორ უნდა მოუარონ გაღვივებამდე და გაღვივების შემდეგ  მარცვალს. მათ უკვე ჰქონიათ შეხება (ღია გაკვეთილებზე და  სადამრიგებლო საათზე) იმ ტექნიკასთან რასაც ეხლა ამ პროექტში გამოვიყენებთ. მათემატიკიდან მათ იციან ცხრილების შედგენა, მონაცემების შეგროვება, სიგრძის საზომი ერთეულები, ქართულში გამოგვიყენებია ვენის დიაგრამა.
სასწავლო პროცედურები
პროექტის წინა პერიოდი.
  თავდაპირველად მოვამზადებ პროექტისთვის საკლასო ოთახში ისეთ ადგილს სადაც გაგვიადვილდება პროექტის მსვლელობის უკეთ წარმართვაში, კერძოდ მაგიდას სადაც იქნება ყველა ის რესურსი ( მცენიარის თესლები, ქოთნები, ლარნაკები, ბამბა, წყლით სავსე ჭურჭელი) რაც დაგვჭირდება. მოვამზადებ პროექტისათვის საჭირო სხვა რესურსებსაც, თაბახის ფურცლები, ინტერნეტში მოძიებული თემასთან დაკავშირებული მასალები, აგრეთვე სახელმძღვანელო ბიბლიოთეკიდან, სადაც ნათლად არის ასახული მცენარის სასიცოცხლო ციკლი, თუ რა სჭირდება მის ზრდა განვითარებისთვის, ბუკები, პროექტორი, ტელეფონი. გამზადებული მექნება პროექტისათვის განკუთვნილი ბუკლეტები საიდანაც მოსწავლეები გაიგებენ იმის არსს რისი გაკეთებაც მოუწევთ.
     გავამზადებ  პროექტის მსვლელობის გეგმას, რომ იცოდნენ თუ რა ელოდებათ წინ. გავაცნობ თუ როგორ გავაკეტებთ powerpoint-ში პრეზენტაციას, რომელსაც ექნება დასკვნის სახე, სადაც აიტვირთება მთლიანი პროექტის მსვლელობა ფოტოსურათებით, ჩანაწერებით და გაკეთდება პრეზენტაცია პროექტორის დახმარებით.
საკითხის შესწავლა
      მოსწავლეებს გავაცანი კონკურსის მსვლელობა და წავიკითხეთ ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნი, სადაც ნათლად არის აღწერილი მცენარის სასიცოცხლო ციკლი, ამ წიგნის წაკითხვით მათ სასწავლო პროგრამასთან ერთად უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს. ნელნელა გავაცანი ის საკითხები თუ როგორ უნდა იმუშაონ ბუკში ინტერნეტის გამოყენებით, კერზოდ word- ში და powerpoint- ში ჩემი  დახმარებით.
  მოსწავლეები კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას ჯგუფური ფორმით, ისინი მოიტანენ მარცვლეულს და მისთვის განკუთვნილ ქოთნებს, რომლებსაც მიწით გავავსეთ დათესავენ მარცვლებს და მორწყავენ, აგრეთვე თითოეულ მარცვალს დავთესავთ ლარნაკზე განთავსებულ ბამბაზე, სადან ნათლად გამოჩნდება მათი აღმოცენება და განვითარება. მოსწავლეები დააკვირდებიან როგორც აღმონაცენს აგრეთვე ფესვსსაც, მათ საშუალება ექნებათ გაზომონ და მონაცემების სახით შეიტანონ word-ის ცხრილში ჩემი დახმარებით. საშინაო დავალებად ჰქონდათ გამოკითხვა, მონაცემების შეგროვება პაპა ბებიებიისგან თუ რა შეიძლებოდა კიდევ გაგვეგო, ისეთი რასაც ვერც ელექტრონულად და ვერც წიგნებიდან ვერ გავიგებდით, რის მერეც გაიმართა დისკუსია და გარჩევა იმ საკითხების, რაც მათ მოაგროვეს.ასევე მსგავს დისკუსიას გავმართავთ შპს მექანიზატორის წარმომადგენელთან
კვლევა.
   გაღვივებული მარცვლეულის დაფიქსირება როგორც ფოტოსურათებით აგრეთვე ელექტრონული ცხრილში შეტანილი მონაცემების სახით, სადაც თითოეული მოსწავლე აკვირდება და თავის შთაბეჭდილებებს ასახავს კომენტარების სახით და დიდ ფორმატის ფურცელზეც ყოველდღიური აღწერილობის გადატანა. მიწაში განთავსებულ მარცვლეულს დროდადრო ვუფხვიერებთ მიწას, ვრწყავთ და ვათავსებთ სარკმელზე სადაც უფრო მეტი მზის სხივი ხვდება.
     მოსწავლეები ჩემს მიერ შედგენილ ვენის დიაგრამაში შეიტანენ იმ მონაცემებს რომელ მცენარესაც იკვლევენ და შედარებას გააკეთებენ, რა აქვთ საერთო და რა განსხვავებული.
მონაცემების დახარისხება და ცხრილებში გადატანა.
    გამზადებული ცხრილები გადაეცემათ მოსწავლეებს სადაც შეიტანენ თითოეულ ცვლილებას მცენარეებს შორის, სახაზავის დახმარებით გაზომავენ, როგორც აღმონაცენს აგრეთვე ფესვს, შეადარებენ სიგრძის მიხედვით, დროის მიხედვით დააკვირდებიან თუ რომელი უფრო სწრაფად იზრდება და რა დრო დასჭირდა აღმოცენებისათვის, ცხრილები იქნება ბუკში wordis პროგრამაში ჩემი დახმარებით. აგრეთვე მონაცემები და კომენტარები განთვსდება დიდ თაბახის ფურცელზე სადაც თითოეული მოსწავლის სახელით იქნება მინიშნებული თუ ვინ რა საინტერესო მასალა მოიძია. აგრეთვე დაფაზე დახაზავენ ვენის დიაგრამას და შეიტანენ ჯგუფის მიერ შერჩეულ ნარგავზე მონაცემებს, თუ რა აქვთ საერთო და რა განსხვავება მაგალითად გოგრის და ქერის, ან ლობიოს და სიმინდს.
ინფორმაციის ბროშურების სახით გადმოცემა.
     მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს, თავიაანთი შთაბეჭდილებებს კომენტარების სახით და გააკეთებენ ჩანახატებს რასაც მისცემენ ბროშურის/ბუკლეტის სახეს. ჩანახატები იქნება მცენარის აღმოცენებაზე, ისე როგორც თვითონთ ესმით და ხედავენ.
პრეზენტააციის მომზადება powerpoint-ში დასკვნის სახით.
       მოსწავლეები პროექტის მსვლელობის დროს გადაიღებენ სურათებს და თან დაურთავენ კომენტარებს, თითო ფოტო სურათს დაეთმობა powerpoint-ის ერთი სლაიდი, სადაც სურათთან ერთად თან დაერთვება კომენტარები. მოწვეული გვეყოლება შპს მექანიზატორში მომუშავე რომელსაც ექნება დიალოგი მოსწავლეებთან, გასცემს ყველა იმ კითხვაზე პასუხს რაც მათთვის იქნება საინტერესო პროექტის ირგვლივ.  აგრეთვე იქნება ცხრილებიც ჩასმული სადაც ასახული იქნება მცენარის ზრდა განვითარების მონაცემები, ამ პრეზენტაციაში იქნება მთლიანი პროექტი გადმოცემული როგორც შემაჯამებელი ანუ დასკვნითი ფორმა, რასაც წარმოადგენენ პროექტორის დახმარებით (ჩემი დახმარებით).
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არაქართვულენოვანი მოსწავლეები 10 მოსწავლიდან 6- ია კერძოდ აზერბაიჯანელი ბავშვები, აქედან ოთხი პირველი კლასიდან მოგვყვება და ამიტომ არ გვიჭირს მათთან ურთიერთობა. მათგან ვითხოვ ისევე როგორც ქართველი მოსწავლეებისგან, მათ შეუძლიათ აღიქვან და გაიაზრონ თითოეული საკითხი, მაგრამ ორი მოსწავლე რომელიც შარშან გადმოვიდნენ და ჯერ კიდევ ვერ ფლობენ ქართულ ენას და ლექსიკას შედარებით გვიჭირს ყველა საკითხის განხილვა გააზრება.
 ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ყველა დავალების თუ გამოკითხვის მაქსიმუმს, რაშიც გვეხმარებიან დანარჩენი მოსწავლეები .
ჯგუფები ისე დავყავი რომ ყველა მოსწავლეს გარკვეულწილად ძლიერი ახლდეს თან და პროექტის მსვლელობისას მე არ შემიმჩნევია თუ რომელიმე მათგანს რაიმე შეფერხება ან გაურკვევლობა ჰქონოდა.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
დამატებით საინფორმაციო წყაროდ მე ვიყენებდი მოსწავლეებს რომლებიც უკეთ იგებდნენ ყველა საკითხს, მაგალითად ვინც პირველი კლასიდან ჩვენთან ერთად არის ის მოსწავლე(აზერბაიჯანელი) უხსნის ახალ გადმოსულ მოსწავლეს თუ რაიმე ვერ გაიგო.
ნიჭიერი მოსწავლეები
გარკვეულ წილად ყველა მოსწავლე ნიჭიერია და დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ პროექტის განვითარებას, ჯგუფები ერთსულოვნად ასრულებდნენ ყველა მითითებულ დავალებას.
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAკომპიუტერ(ებ)
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAმეხსიერების ბარათი/ჩიპი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAმობილური ტელეფონი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAფოტო/ვიდეო კამერა
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAპრინტერი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAინტერნეტკავშირი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAპროექტორი



პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAტექსტური რედაქტორი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAელ. ფოსტა

https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAელ. ცხრილები



https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAსაგამომცემლო პროგრამა
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAბლოგი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAსაპრეზენტაციო პროგრამა
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAელ. ენციკლოპედია
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CA სხვა ----------
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAვებბრაუზერი
https://lh4.googleusercontent.com/uSXlkz7hk7TwRDrdLxBt59UO3oao_hhtl68-H8mby5Az9nDPXG_KWgXjsCst9aBWoA3tP1j0E7ntCmSA6AwTFgPEHuHkCQ7o97d5b1MesE2j2HbE-xkiu-svrhwKoCjz1AGT3nzfTQr5-km_CAელ. კითხვარი
ბეჭდური მასალები
გამოვიყენეთ მე7 კლასის ბუნების სახელმძღვანელო სადაც მცენირის განვითარებაზე იყო პროგრამული მასალა.
ინვენტარი/მასალები
--------------------------------------------
ინტერნეტრესურსები

  • google. -  https://www.google.com/search?q=სიმინდი&client=opera&hs=aJN&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjMgN7AvtTeAhXDDsAKHT5eCAIQ_AUIDigB&biw=1920&bih=970
  • https://www.google.com/search?q=გოგრა&client=opera&hs=Xp2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjI-dKPwdTeAhWCKlAKHTEZDREQ_AUIDigB&biw=1920&bih=970#imgrc=HHTMN9gmc-x6iM:
  • https://www.google.com/search?client=opera&hs=IAi&biw=1920&bih=970&tbm=isch&sa=1&ei=zmjsW-PlKo6iwAKJgLOYDw&q=ქერი&oq=ქერი&gs_l=img.3..35i39k1l2j0i30k1l2j0i5i30k1j0i24k1l2.86511.87430.0.88761.4.4.0.0.0.0.195.639.0j4.4.0....0...1c.1.64.img..0.4.635...0.0.mShzo4Ew7XA#imgrc=TLdIS_JU7-4YRM:
  • https://www.google.com/search?client=opera&hs=lBi&biw=1920&bih=970&tbm=isch&sa=1&ei=KWnsW-jAPMTQwAK65Yy4Dw&q=ლობიო&oq=ლობიო&gs_l=img.3..35i39k1l2j0l2j0i30k1l5j0i5i30k1.31683.32596.0.34108.5.5.0.0.0.0.212.806.0j4j1.5.0....0...1c.1.64.img..0.5.802....0.A4FP7PNf75c#imgrc=tR3nneIJWjrrsM:
  • https://www.google.com/search?client=opera&hs=lBi&biw=1920&bih=970&tbm=isch&sa=1&ei=KWnsW-jAPMTQwAK65Yy4Dw&q=ლობიო&oq=ლობიო&gs_l=img.3..35i39k1l2j0l2j0i30k1l5j0i5i30k1.31683.32596.0.34108.5.5.0.0.0.0.212.806.0j4j1.5.0....0...1c.1.64.img..0.5.802....0.A4FP7PNf75c#imgdii=zNJ5196BfmEU5M:&imgrc=tR3nneIJWjrrsM:

  • სხვა რესურსები

  • მოწვეული სტუმარი შპს მექანიზატორიდან.

No comments:

Post a Comment

კედლის გაზეთი

მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი პროექტისათვის შექმნილ მონაცემებით და ჩანახატებით, რომელიც თავალსაჩინოებისთვის გავაკარით კედელზე. ...